ფეხბურთი

22:05 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველოს შემადგენლობა სლოვაკეთთან მატჩისთვის

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევრო 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მატჩისთვის ცნობილია. ვასილ მაისურაძემ სლოვაკეთთან შეხვედრისთვის გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი,თბილისი,საქართველო)

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში გაირკვევა ჯგუფში მესამე ადგილის ბედი. ამჟამად საქართველო 12 ქულით მესამე, სლოვაკეთი 9 ქულით მეოთხე, თუმცა ჩვენთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკ თანატოლებს 12 ნოემბერს, თბილისში უმასპინძლებს და თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125944