ფეხბურთი

17:52 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა

„რომასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ტოტი ამჟამად თავის ვილაში იმყოფება და რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაშია. კორონავირუსი აქვს მის მეუღლეს ილარი ბლაზისაც, რომელსაც კოვიდ-19 უსიმპტომოდ აღენიშნება.

შეგახსენებთ, ტოტის მამა, ენცო ტოტი დაახლოებით 3 კვირის წინ კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებით გარდაიცვალა. დაინფიცირებული იყო დედამისიც, რომელიც გამოჯანმრთელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11126