რაგბი

14:39 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შალვა სუთიაშვილის ლელომ „ანგულემი“ მარცხისგან ვერ იხსნა (+VIDEO)

ქართველმა მორაგბემ სალვა სუთიაშვილმა საფრანგეთის პრო-დე 2-ში ლელო მიითვალა. 36 წლის სპორტსმენის „ანგულემი“ სტუმრად „მონტობანს“ დაუპირისპირდა და 10 ქულიანი სხვაობით 27:17 დამარცხდა.

ვეტერანმა ქართველმა მორაგბემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 49-ე წუთზე კი აგორებული მოლის შემდეგ ლელო გაიფორმა, თუმცა ამან მისი გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა.

„ანგულემის“ მხრიდან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ბურჯები – ლუკა გოგინავა და ზაურ თევდორაშვილი ჩაერთნენ.

რვა ტურის შემდეგ „მონტობანს“ მხოლოდ 10 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს. „ანგულემი“ კი მოგების გარეშე ასპარეზობს და რვა ქულით ბოლო, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

0.152377