ფეხბურთი

12:09 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა თავისი და შევჩენკოს დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა

„მილანის“ ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე ფორმაშია და მორიგი მიღწევით გამოირჩა. 39 წლის შვედმა სერია A-ს ზედიზედ 6 შეხვედრაში გაიტანა და 2012 წელს თავისივე დამყარებული შედეგი გაიმეორა.

მას შემდეგ, რაც გუნდებს მოგებას 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), „მილანში“ მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ერთმა მოთამაშედ ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა. 2001 წელს ეს პირველად ანდრეი შევჩენკომ შეძლო, მეორედ 2012 წელს ზლატანმა და ახლა ისევ სკანდინავიელმა ლეგენდამ.

იბრაჰიმოვიჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს, 1 ბურთით უსწრებს ანდრეა ბელოტის და ორით კრიშტიანუ რონალდუს.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ მეექვსე ტურში „უდინეზე“ 2:1 დაამარცხა. იბრაჰიმოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე კი საგოლე პასიც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122384