ავტოსპორტი

23:04 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ზედიზედ მეშვიდე ტიტული გაინაღდა

იმოლას ტრეკზე, ემილია რომანიას დიდი პრიზის რბოლაში ლუის ჰამილტონის გამარჯვებამ, „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდს, კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ მოაგებინა. ჰამილტონმა თავის კარიერაში 93-ე გამარჯვება ჩაიწერა და მეშვიდე ტიტულთან ერთად, ასეულსაც კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ჰამილტონი სტარტზე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ პირველი პიტ სტოპის დაგვიანების წყალობით, ვალტერი ბოტასის და მაქს ფერსტაპენის ჩამოტოვება შეძლო და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვა. საინტერესოა, რომ მას შემდეგაც, რაც ბოტასმა და ფერსტაპენმა ახალი საბურავები დააყენეს, ჰამილტონი ძველი რეზინითაც ახერხებდა უსწრაფესი წრის გავლას.

საბოლოოდ, მან სწრაფი წრისთვის დამატებითი ბონუს ქულას აიღო და იმოლას შემდეგ, უკვე 85 ქულას უგებს ბოტასს. სეზონის დასრულებამდე 4 რბოლაღა რჩება, რომლებშიც მაქსიმუმ, 100+4 ქულის აღებაა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს, რომ ბრიტანელს მეშვიდე ტიტულის შემდგომ ეტაპზევე (სტამბული, 15 ნოემბერს) გასანაღდებლად, 19 ქულა ჰყოფნის. ნებისმიერ შემთხვევაში, „მერსედესს“ ზედიზედ მეშვიდე დუბლი გარანტირებული აქვს.

ფერსტაპენმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო - უკანა მარჯვენა საბურავმა უმტყუნა და ტრასის მიღმა, ხრეშის დამცავ ზოლში ჩარჩა. არადა, მანამდე ბოტასის შეცდომით ისარგებლა და ფინელი უკან მოიტოვა. მესამე ადგილზე დანიელ რიკარდო გავიდა, რომელმაც ნურბურგრინგზეც კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა. ავსტრალიელმა თავისი ძველი ჩვევა გაიხსენა და შამპანური საკუთარი სპორტული ფეხსაცმლიდან მიირთვა. უფრო მეტიც, თავისი „საფირმო“ ჭურჭლით სასმელი ჩემპიონსაც გაასინჯა.

ემილია რომანიას დიდი პრიზი

იმოლა, დისტანცია 309.049 კმ (4.909 კმ, 63 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 5.783
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 14.320
  4. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 15.141
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 19.111
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 19.652
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 20.230
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 21.131
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 22.224
  10. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 26.398
  11. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 27.135
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 28.453
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 29.163
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 32.935
  15. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 57.284
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 12 წრე
  17. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 13 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 16 წრე
  19. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 36 წრე
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 55 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:15.484 (63-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 282 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 197; 3. მაქს ფერსტაპენი - 162; 4. დანიელ რიკარდო - 95; 5. შარლ ლეკლერი - 85; 6. სერხიო პერესი - 82; 7. ლანდო ნორისი - 69; 8. კარლოს საინსი - 65; 9. ალექს ალბონი - 64; 10. პიერ გასლი - 63; 11. ლანს სტროლი - 57; 12. ესტებან ოკონი - 40; 13. დანიილ კვიატი - 26; 14. სებასტიან ფეტელი - 18; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 10; 16-17. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 4; 18. რომენ გროჟანი - 2; 19. კევინ მაგნუსენი - 1; 20. ნიკოლას ლატიფი და ჯორჯ რასელი - 0

კონსტრუქტოღა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 479 ქულა (ჩემპიონი); 2. რედ ბულ-ჰონდა - 226; 3. რენო - 135; 4-5. მაკლარენ-რენო და რეისინგ პოინტ-მერსედესი - 134; 6. ფერარი - 103; 7. ალფატაური-ჰონდა - 89; 8. ალფა რომეო-ფერარი - 8; 9. ჰაას-ფერარი - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194865