ფეხბურთი

11:44 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ალავესს" გოლი ვაჩუქეთ და შეტევაში ეფექტურობა გვაკლია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ალავესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შეტევაში უფრო ეფექტურად უნდა ითამაშოს.

„სუსტი პირველი ტაიმის მიუხედავად, გოლის გატანის 3-4 რეალური შანსი გვქონდა. შეტევაში გოლების გასატანად უფრო ეფექტურად უნდა ვითამაშოთ, რადგან წარუმატებლად ვმოქმედებთ. გარდა ამისა, „ალავესს“ გოლი ვაჩუქეთ, ეს დაუშვებელია.

მსაჯებს რაც შეეხება, ამ თემაზე ადრე უკვე ვისაუბრე და ახლა მირჩევნია, აზრი არ გამოვხატო“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ 6 თამაშში მხოლოდ 8 ქულა აქვს მოპოვებული (2002 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი) და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129211