ფეხბურთი

20:52 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირესი: „ბენზემა სააფრანგეთის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს“

ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერ პირესმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მადრიდის „რეალის“ შეტევი, კარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში მიწვევას იმსახურებს.

„ბენზემას ნაკრებში გამოუძახებლობის ამბავი ბევრ კითხვას აჩენს საფრანგეთში. ნაკლებად მაინტერესებს რა მოხდა მასსა და მატიეს შორის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც კარიმმა „რეალში“ გააკეთა და ახლაც აკეთებს, ეროვნულ გუნდში გამოძახებას ნამდვილად იმსახურებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ევროპაში. ახლა ჯერი დიდიეც დეშამზეა.“ - ციტირებს პირესის სიტყვრბს AS.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან დეშამი ნაკრებში აღარ იძახებს ბენზემას. მიზეზი კარიმის სავარაუდო მონაწილეობაა მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეოს გამო ატეხილ შანტაჟში.

0.114565