ფეხბურთი

11:10 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "თანამედროვე ფეხბურთი და ეს გრაფიკი ფეხბურთელებს კლავს"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა გადატვირთული გრაფიკის გამო უკმაყოფილება გამოხატა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი მჭიდრო კალენდარი ფეხბურთელებს კლავს.

ტუხელმა მაგალითად, სხვა და სხვა კლუბებში გახშირებული ტრავმები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მის გუნდს არ ეხება.

„ასე ფეხბურთელებს ვკლავთ. არ შეგვიძლია ამოსუნთქვა, რადგან საკმარისი დრო არ გვაქვს მოსამზადებლად და მოუმზადებლად ყველაფერი უფრო რთულდეა. ეს არ არის საბაბი, ეს სიმართლეა. ყველა თამაშში ჩვენ ვკარგავთ ფეხბურთელს და არა მხოლოდ ჩვენ, „ლივერპულიც“, „ბაიერნიც“, „სიტიც“... თუ ასე გავაგრძელებთ, გუნდებში ფეხბურთელები აღარ დარჩებიან. ჩვენ უკვე გვყავს ტრავმირებულნი მარკო ვერატი, იულიან დრაქსლერი და ხუან ბერნატი“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო გასული სეზონი გვიან დასრულდა და შესაბამისად ახალიც გვიან დაიწყო, თანაც გუნდებს პრესეზონი არ ჰქონიათ. ახლა კი მათ საოცრად მჭიდრო გრაფიკით უწევთ თამაში, პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს. ასეთი კალენდარი დეკემბრის შუა რიცხვებამდე იქნება, სადაც ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი არ დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110169