ფეხბურთი

10:29 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" სამი ფეხბურთელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

იტალიურ „მილანს“ სამი ფეხბურთელი, ჯანლუიჯი დონარუმა, მატეო გაბია და იენს პეტერ ჰაუგე გამოუჯანმრთელდა. სამივე კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მაგრამ მათი ბოლო ტესტის პასუხები უარყოფითი გამოდგა.

მატეო გაბია კორონავირუსს ორ კვირაზე მეტ ხანს ებრძოდა, დონარუმა და ჰაუგე კი მხოლოდ 5 დღის განმავლობაში იყვნენ ინფიცირებულნი.

ხსენებული მოთამაშეები ახლა ისევ სტეფანო პიოლის განკარგულებაში არიან და „უდინეზესთან“ მატჩისთვის გუნდთან ერთად მოემზადებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1276