ფეხბურთი

23:17 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი პრემიერლიგის კლუბების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ულე გუნარ სულშერი ჩემპიონატში ხუთი ცვლილების წინააღმდეგ კლუბების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. პრემიერლიგის კლუბებმა ხმა მისცეს ცვლილებების გაზრდასთან დაკავშირებით და უმრავლობამ ხუთი ცვლილემა მატჩის განმავლობაშ არ ისურვა.

ხუთი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა კლუბებს პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ ჰქონდათ. ნორვეგიელ სპეციალისტს Sky Sports-მა ჰკითხა ემხრობა თუ არა ხუთ ცვლილებას, ხოლო სულშერმა ასე უპასუხა: "ასი პროცენტით ვემხრობი. ვერ გამიგია და ვერ დამიჯერებია, რომ ფეხბურთელების წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ მოთამაშეებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს სეზონი ძალიან დატვირთულია."

"გავიგე თუ რატომ წავიდნენ კლუბები აღნიშნული იდეის წინააღმდეგ, მაგრამ თუ უკან დავბრუნდებით და დავფიქრდებით პროფესიონალი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ერთადერთი გამოსავალი მათთვის ცოტა დასვენების საშუალების მიცემა იქნება. უკვე ვნახეთ ბევრი ტრავმა პრემიერლიგაში და ხუთ ცვლილებას ვისურვებდი." - განაცხადა სულშერმა.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა დონი ვან დე ბიკის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაზე ჰკითხეს, რაზეც სულშერმა უპასუხა, რომ ჰოლანდიელმა გუნდში კონკურენცია გააძლიერა და ეს გუნდს უფრო დაეხმარება, ვიდრე დაბრკოლებას შეუქმნის.

"ჩვენ მთლიან შემადგენლობას ვაკვირდებით. ჩვენ ადგილის მოსაპოვებლად გუნდში კონკურენცია შევქმენით. ნებისმიერ წარმატებულ კლუბს ფეხბურთში ეს შესაძლებლობა აქვს და როტაციას მიმართავენ ხოლმე. ეს შესაძლოა ერთადერთი გზაა ინტენსიურ ლიგაში წარმატებულად გამოსასვლელად, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე საასპარეზოდ და ტიტულებისთვის საბრძოლველად."

'მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო ოთხი მატჩია დაუმარცხებელია მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემთან" 1:6 წააგო. სულშერის გუნდმა ლონდონელებთა დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ (2:1) და "ლაიპციგი" (5:0) დაამარცხეს. სულშერმა "ტოტენჰემთან" წაგება კარგ გაკვეთლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ გუნდი უფრო კონცენტრირებული გახდა. "წითელ ეშმაკებს" კვირას "არსენალთან" მატჩი ელის. ეს დაპირისპირება სულშერისთვის მწვრთნელის რანგში მე-100 იქნება. ნორვეგიელი მიმდინარე სეზონში უფრო მეტ კონკურენციას ელოდება გუნდებს შორის.

"ვფიქრობ, ფეხბურთი განვითარდა, ბევრი გუნდი გაძლიერდა და შანსი აქვთ ტიტულისთვის იბრძოლონ. გასული ორი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგაში ორი გუნდი, "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" დომინირებდა, ხოლო ამ სეზონსში, ვფიქრობ ბევრს ექნება ტიტულისთვის პრეტენზია - აქამდე ჩვენ და "არსენალი" ვიყავით, ხოლო ნელ-ნელა კონკურენციაში "ჩელსიც" შემოვიდა. ამ სეზონში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს." - განაცხადა სულშერმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "არსენალის" დაპირისპირება კვირას, თბილისის დროიტ 20:30 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში "წითელ ეშმაკებს" სახარბელო მდგომარეობა არ აქვთ - გუნდი მე-15 ადგილზე შვიდი ქულთ იმყოფება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაზე სულშერის გუნდმა ორიდან ორივე მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.110712