ფეხბურთი

22:23 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მორელოსმა "რეინჯერსში" ალი მაკკოისტის რეკორდი გაიმეორა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალფრედო მორელოსმა "რეინჯერსის" ფეხბურთელის ალი მაკკოისტის მიერ ევროტურნირებზე დამყარებული რეკორდი გაიმეორა. "რეინჯერსის" სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგაზე "ლეხის" წინააღმდეგ ერთადერთი გოლი გაიტანა, ევროტურნირებზე 21 გოლი დაუგროდა და ამ მაჩვენებლით მაკკოისტის შედეგი გაიმეორა.

ალფრედოს შემდეგ ტურში შანსი ექნება ევროტურნირებზე "რეინჯერსის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. მორელოსი შოტლანდიურ კლუბში 2017 წელს ჰიკ-დან გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 152 მატჩში 83 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12617