ფეხბურთი

19:28 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ლოჩოშვილის თანაგუნდელი გამოარჩიეს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი "ვოლფსბერგერის" შემტევი ნახევარმცველი მიხაელ ლიენდლი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

35 წლის ლიენდლმა "ფეიენოორდთან" სტუმრად მოგებულ (4:1) მატჩში სამი გოლი გაიტანა, საიდანაც ორი გოლი თერთმეტმეტრიანის ზუსტი შესრულების შედეგად მიითვალა. ლიენდლმა ჯგუფის პირველ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116705