ფეხბურთი

16:20 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიელი ფეხბურთელი: "საქართველოზე მაღალი დონის მოთამაშეები კოსოვოს ჰყავს"

ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველმა ენის ბარდიმ საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული ისტორიული თამაშის შესახებ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, კოსოვო, რომელსაც ნახევარფინალში (2:1) მოუგეს, უფრო ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ წინ რთული 90 წუთია.

„ბედნიერები ვართ, რომ კოსოვო დავამარცხეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ კიდევ 90 წუთია. კოსოვოსთან მატჩამდე ვთქვი, რომ ჩვენი გუნდი უფრო გამოცდილი იყო, მაგრამ მათ ინდივიდუალურად ძლიერები ფეხბურთელები ჰყავდათ. ძალიან კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მალე ევროპის ჩემპიონატზე გავლენ.

ვფიქრობ, რომ ეიფორიის ადგილი არ არის. ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩი გვაქვს საქართველოსთან. საქართველოს არ ჰყავს კოსოვოს დონის მოთამაშეები, მაგრამ 90 წუთია და მაქსიმალურად უნდა ვიხარჯოთ. კოსოვოსთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იყო, მატჩის შემდეგ დადებითი და უარყოფითი განცდები მქნდა. ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმ გუნდისთვის, სადაც თამაშობს. მე ალბანელი ვარ, ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ ახლა მაქსიმუმს მაკედონიისთვის ვაკეთებ. ნაკრებში პრობლემა არასდროს გვქონია, ყველა პატივს ვცემთ ერთმანეთს და მაქსიმუმს ვაკეთებთ“, - თქვა ბარდიმ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11332