ფეხბურთი

12:19 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ძირითადი შემადგენლობის შერჩევა რთულია, რადგან ყველა კარგად თამაშობს"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პრაღის „სპარტასთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ყველა ფეხბურთელი იდეალურად მუშაობს და შემადგენლობის შერჩევა ძალიან უჭირს.

„კარგად ვითამაშეთ, ვისარგებლეთ იმ სივრცეებით, რომლებიც მეტოქემ მოგვცა. ჩემთვის ძალიან ძნელია შემადგენლობის შერჩევა, რადგან ყველა ფეხბურთელი კარგად თამაშობს. გრძელი სათადარიგო სკამი გვაქვს, რაც გვინდოდა კიდეც.

ბენასერი ძალიან უმატებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შეუძლია, რაც შეეხება ტონალოს, მან არა ერთი, არამედ ორი ნაბიჯი წინ გადადგა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ნიჭიერი ფეხბურთელია და გუნდში დიდი კონკურენციაა.

ზლატანის შესვენებაზე შეცვლას რაც შეეხება, ეს წინასწარ გვქონდა დაგეგმილი მასთან ერთად. თვითონ თამაში სურდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სეზონი გრძელია და წინ სერია A-ს მატჩი გვაქვს“, - თქვა პიოლიმ.

აქვე გეტყვით, რომ „მილანს“ 8 მარტის შემდეგ არ წაუგია და 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გარდა ამისა, ზედიზედ 12 შეხვედრაში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა, რაც ბოლო 90 წილის განმავლობაში პირველად მოახერხა.

0.111514