ავტოსპორტი

4:11 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი „მერსედესთან“ კონტრაქტის განახლებას სეზონის შემდეგ აპირებს

ლუის ჰამილტონს, ვინც პორტუგალიის დიდი პრიზის მოგებით, ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული (92 მოგებით) პილოტი გახდა, „მერსედესთან“ ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. მიმდინარე კონტრაქტი კი ორ თვეში დასრულდება. ბრიტანელი აცხადებს, რომ სპორტული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ვინც მეშვიდე ტიტულთან ახლოსაა ამბობს, რომ „მერსედსთან“ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა დროით დარჩება სპორტში, მაგრამ „მერსედესში“ დარჩენა სურს.

„გასულ სეზონში, უნგრეთში ყოფნისას, ტოტოს (ვოლფს) სურდა ახალ კონტრაქტის გაფორმება. მაშინ პანდემია არ იყო. ახლა რომ ვფიქრობ, შესაძლოა სჯობდა, რომ კონტრაქტზე ხელი მოგვეწერა. მაგრამ მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი. მინდდა, საფიქრად ცოტა დრო მქონოდა. იქნებ, ერთმანეთისგან მეტი სარგებელი მიგვეღო, როგორ შეიძლებოდა გამოვდგომოდით ერთმანეთს“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც პორტუგალიაში გამარჯვების შემდეგ, მეორეზე მყოფ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს 77 ქულას უგებს.

„ჩემი აზრით, ჯერ დასრულება ადრეა. გაგრძელება მინდა. როცა ჩემპიონატს დავასრულებთ და მოდუნების საშუალება გვექნება, კომფორტულ გარემოში გავაგრძელებთ ამაზე საუბარს“, - დასძენს ჰამილტონი.

0.114758