ფეხბურთი

0:02 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბერგერმა" როტერდამში "ფეიენოორდი" გაანადგურა და ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა

ევროპა ლიგის მეორე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი“ როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად 4:1 დაამარცხა.

ავსტრიულმა კლუბმა ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ადვილად მოიგო. ნიშანდობლივია, რომ სტუმრებმა ოთხიდან 3 გოლი პენალტით გაიტანეს. „ვოლფსბერგერის“ რიგებში ლოჩოშვილმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად და საიმედოდ ითამაშა.

საერთოდ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბს უკვე გაუშინაურდა და შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა. „ვოლფსბერგერმა“ ევროპა ლიგაზე ჩინებული სტარტი აიღო, პირველ ტურში მოსკოვის ცსკა-სთან ფრედ ითამაშა და 4 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

დღესვე ევროპა ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და 1:4 წააგო. ჩაკვეტაძეს ისევ ტრავმა აქვს და არ უთამაშია, ხოლო მისი გუნდი ღრმა კრიზისშია და 0 ქულით ჯგუფში უპირობო აუტსაიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136962