ფეხბურთი

19:11 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "არ გამოიწვიო კორონავირუსი, შენ, ზლატანი არ ხარ"

„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხალხს კორონავირუსთან ბრძოლაში წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ვირუსმა გამომიწვია და გავიმარჯვე, მაგრამ შენ არ ხარ ზლატანი და არ გამოიწვიო ვირუსი. გამოიყენეთ ნიღაბი, დაიცავით წესები, დისტანცია და გარშემომყოფებს გაუფრთხილდით, ყოველთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსით ცოტა ხნის დაინფიცირებული იყო,მაგრამ მისი დამარცხება მოახერხა და ახლა შესანიშნავ ფორმაშიც იმყოფება.

0.123633