ფეხბურთი

16:17 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "იუვენტუსს" დასცინა: "თქვენს მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი ნახეთ"

კატალონიის „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ (2:0) საფეხბურთო მოედნის შემდეგ სოციალურ ქსელშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

თამაშის დასრულების შემდეგ „ბარსელონამ“ ტვიტერში ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეს“ გვერდს გაუზიარა და დაწერა: „მოხარული ვართ, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თქვენს მოედანზე ნახეთ“.

ვალში არც იტალიური კლუბის სოც, მედიის ადმინი დარჩენილა, რომელმაც უპასუხა: „თქვენ ალბათ არასწორი ლექსიკონი მოიძიეთ. ნამდვილ GOAT-ს „კამპ ნოუზე“ ჩამოგიყვანთ“.

ცხადია, საუბარი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეხებათ. მესიმ გუშინდელ დაპირისპირებაში გოლი გაიტანა, ხოლო რონალდუს არ უთამაშია, რადგან კორონავირუსი აქვს.

0.122455