სხვა

10:21 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოსტონის 2021 წლის მარათონი შემოდგომაზე გაიმართება

ბოსტონის მარათონის ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი წლის გარბენი, კორონავირუსის პანდემიის გამო, აპრილის ნაცვლად, შემოდგომაზე გაიმართება.

ბოსტონის მარათონი 1897 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება. მაგრამ წელს პირველად არ ჩატარდა. ორგანიზატორებმა ის ჯერ სექტემბრისთვის გადაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ გაუქმება გადაწყვიტეს. როგორც წესი, მარათონი აპრილის მესამე ორშაბათ დღეს იმართება, როცა შტატ მასაჩუსეტსში პატრიოტის დღეს აღნიშნავენ.

„პატრიოტის დღემდე ჯერაც ექვსი თვე რჩება, მაგრამ მასაჩუსეტსის შტატის გახსნის გეგმის შესაბამისად, საგზაო გარბენები მეოთხე ფაზის დაწყებამდე აკრძალულია. ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ აპრილში ბოსტონის მარათონის ჩატარებას“, - ამბობს ბოსტონის მძლეოსანთა ასოციაციის (BAA) მთავარი აღმასრულებელი ტომ გრილკი.

ბოსტონის მარათონი, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მარათონულ გარბენად არის მიჩნეული. მასში მთელი მსოფლიოდან 30 000-ზე მეტი მორბენალი მონაწილეობს ხოლმე. BAA აცხადებს, რომ მარათონის გამართვის ზუსტ თარიღს მიმდინარე წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110195