ფეხბურთი

23:10 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა "ბასაკშეჰირთან" მიმდინარე შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. სამხრეთამერიკელმა ფეხის დაზიანების მიღების შემდეგ მოედანი დატოვა და მის ნაცვლად მოედანზე 26-ე წუთზე პაბლო სარაბია გავიდა.

პირველი ტაიმი თურქულ და ფრანგულ გუნდებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. აღნიშნულ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრები წაგებული აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116461