ფეხბურთი

21:21 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოემბერში ბუნდესლიგის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკერის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება და ეს საფეხბურთო მატჩებსაც შეეხება. როგორც Kicker-ი იუწყება, ნოემბერში ბუნდესლიგის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

1 და 2 ნოემბერს გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატშ სამი მატჩი უნდა ჩატარებულიყო და ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრებიც გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ასევე, შესაძლოა 30 და 31 ოქტომბრის მატჩებიც უმაყურებლოდ ჩატარდეს. "შალკემ" და "გლადბახმა" უკვე დაანონსეს, რომ მათი მეექვსე ტურის საშინაო მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116171