ფეხბურთი

17:56 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "კარგად ვარ, პისიარ ტესტი სისულელეა"

კრიშტიანუ რონალდუ უკვე ორ კვირაზე მეტია კორონავირუსითაა დაინფიცირებული და ამ პერიოდში არაერთი ტესტი გაიკეთა, მაგრამ ყველა შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ბოლო ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი - ისევ დადებითი. არადა, უარყოფითი რომ ყოფილიყო, „ბარსელონასთან“ დღევანდელ მატჩში ითამაშებდა. კრიშტიანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პისიარ ტესტი სისულელეა.

„კარგად და ჯანმრთელად ვარ. Forza Juve! პისიარ (PCR) ტესტი სისულელეა“, - დაწერა რონალდუმ.

საინტერესოა, რომ რონალდუს შემდეგ კორონავირუსი „იუვეს“ ფეხბურთელ ვესტონ მაკკენის დაუდასტურდა, თუმცა ამერიკელი რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელდა, რონალდუ კი ისევ იზოლაციაში რჩება და ლიონელ მესის წინააღდეგ ვერ ითამაშებს. „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109789