ფეხბურთი

12:48 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დონეცკის „შახტართან“ მატჩით კმაყოფილი დარჩა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა უამრავი პრობლემის მიუხედავად ძალიან კარგად ითამაშა და უბრალოდ არ გაუმართლა.

„ამ თამაშმა პოზიტიური განცდა დაგვიტოვა. სწორი დამოკიდებულებით ვითამაშეთ, დიდი გუნდისთვის დამახასიათებლად. ძალიან არ გაგვიმართლა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. ბევრი საგოლე შანს გვქონდა და მეტოქეს არაფრისშანსი არ მივეცით. ვწუხვართ, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა, ვიცით, რომ მენტალურად სწორ გზაზე ვართ.

კმაყოფილი ვარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უკვე მეოთხე თამაში ბოლო 10 დღის განმავლობაში. ექვს ფეხბურთელს კორონავირუსი ჰქონდა, პლუს სანჩესი და სენსი დაშავდნენ. ამის მიუხედავად ყველა თვალსაზრისით ვითარდებით. ახლა „პარმასთან“ მატჩზე მოვახდენთ კონცენტრაციას და შემდეგ „რეალზე“ ვიფიქრებთ. მადრიდში მოსაგებად და ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ წავალთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერს“ ორი ტურის შემდეგ „გლადბახთან“ (2:2) და „შახტართან“ (0:0) ფრეების შედეგად ორი ქულა აქვს.იტალიური კლუბი 3 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.147752