სხვა

4:31 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპრინტის ვარსკვლავი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

მსოფლიოს ჩემპიონი 100 მეტრზე სპრინტში, ამერიკელი კრისტიან კოულმენი, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ შეძლებს. საქმე ისაა, რომ დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის წესების დარღვევის გამო, მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

კოულმენი შარშან დისკვალიფიკაციას ბეწვზე გადაურჩა. მაგრამ ამჯერად, სამი დოპინგ კონტროლის გაცდენის გამო, მძლეოსანთა ერთობის კავშირმა (AIU) შეჯიბრებში მონაწილეობა ორი წლით აუკრძალა. AIU-მ წინასწარი გადაწყვეტილება ივნისში მიიღო, ამჯერად კი ის დაადასტურა.

ამერიკელი სპრინტერი ამტკიცებდა, რომ დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის ოფიციალური პირები დადგენილი პროცედურების შესაბამისად არ მოქმედებდნენ, რამაც ტესტების ჩაბარების გაცდენა გამოიწვია.

სპორტსმენს დისკვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ელის, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, 12 თვეში სამ ტესტს ჩააგდებს. მსგავს დარღვევაზე, აშშ-ის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტო (USADA) კოულმენს ჯერ კიდევ შარშან ედავებოდა, მაგრამ მაშინ სპორტსმენი სასჯელს გადაურჩა. მისმა ადვოკატებმა დაამტკიცეს, რომ სამი ტესტის გაცდენა 12 თვეში არ მომხდარა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოულმენი დოჰას (ყატარი) მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს ორ მედალს (100 მეტრზე სპრინტში და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში) დაკარგავდა, რადგან სადაო მესამე ტესტი მან ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე გააცდინა.

ამის შემდეგ, სპრინტერმა USADA-სგან ბოდიშის მოხდა მოისურვა, თუმცა მალე კიდვ ერთი ტესტი გააცდინა, რომელიც წინა ორისგან ერთწლიან პერიოდში „ჩაეტია“. დსკვალიფიკაციის შესაბამისად, კოულმენი შეჯიბრებში მონაწილეობას 2022 წლის 13 მაისამდე ვერ შეძლებს.

0.138663