ფეხბურთი

0:31 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ "ინტერთან" მატჩში ტრავმა მიიღო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში B ჯგუფში დავით ხოჭოლავას „შახტარმა“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და კვლავ არ წააგო. უკრაინულმა გუნდმა „რეალთან“ საგარეო გამარჯვების შემდეგ ქულები იტალურ გრანდსაც წაართვა.

თამაში არც ისე სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ, ლოგიკურად, უგოლოდ დასრულდა - 0:0. ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრმ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო.

ქართველმა მცველმა მეორე ტაიმის დასაწყისში კუნთი დაიზიანა და 62-ე წუთზე შეცვლაც მოითხოვა. რამდენად სერიოზულია ხოჭოლავას ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევა.

ორი ტურის შემდეგ „შახტარს“ 4 ქულა აქვს, ხოლო „ინტერის“ აქტივში მხოლოდ ორი ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115979