ფეხბურთი

15:24 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი: „სალაჰის შედეგიანობა კომპიუტერულ თამაშებს მაგონებს“

„ლივერპულის“ კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი, ჟურნალისტებს მისი თანაგუნდელის, მოჰამედ სალაჰის არაჩვეულებრივ შედეგიანობაზე ესაუბრა.

„მო სალაჰის შედეგიანობის შემყურეს, შეიძლება ყბა ჩამოგივარდეს - 100 გოლი 159 მატჩში. ეს სტატისტიკა კომპიუტერულ თამაშებს უფრო მაგონებს, ვიდრე რეალობას. გავიგე, რომ მასზე სწრაფად ამდენი გოლი როჯერ ჰანტსა და ჯეკ პარკინსონს გაუტანიათ. მაგრამ ეგ როდის იყო.

ეს მაჩვენებელი კარგად ასახავს, თუ რა მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის ეგვიპტელი. ბედნიერები ვართ, რომ მასთან ერთად გვიწევს მუშაობა.“ - ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წიდან თამაშობს. მერსისაიდელებთან ერთად ის გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127727