ფეხბურთი

13:21 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ 1959 წლის შედეგი გაიმეორა

იტალიური სერია A-ს მე-5 ტურში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 3:3 დასრულდა.

პორტალ Opta-ს ცნობით, სტეფანო პიოლის შეგირდებს ზედიზედ მე-11 შეხვედრაა ორი ან მეტი ბურთი გააქვთ, რაც მათი 1959 წლის შედეგს იმეორებს.

„რომასთან“ დუბლი მიითვალა უბერებელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ერთიც მცველმა, ალეკსის სალემაკერსმა გაიტანა.

მე-5 ტურის შემდეგ, 13 ქულით, „მილანი“ სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა. „რომა“ კი 8 ქულით მე-9 საფეხურზე დგას.

თეგებიმილანირომა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129295