თამაშგარე

12:48 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარა დამიანოვიჩი - ლამაზმანი კარატისტი სერბეთიდან

ვთქვათ ქუჩაში მიაბიჯებთ და გზად ზემოთ ფოტოებზე წარმოდგენილი ლამაზმანისთანა ასული შემოგვხვდათ . რას იფიქრებთ? ალბათ ჩათვლით, რომ ასეთი დიდებული ასული მოდელი ან მსახიობია. მაგრამ თქვენს წარმოდგენებს უმალ გადაესხმევა “ცივი წყალი“, როდესაც აღმოაჩენთ, რომ საქმე არც მეტი, არც ნაკლები - კარატისტთან გაქვთ!

თქვენს წინაშეა სერბი კარატისტი, ტაეკვანდოს ქვესახეობის ოსტატი სარა დამიანოვიჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და ბალკანეთის ორგზის ჩემპიონია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლამაზმანი მოქმედი სპორტსმენია, სარა მწვრთნელიცაა და სერბ გოგონებს ავარჯიშებს.

სარა დამიანოვიჩი საკმაოდ წარმატებული კარატისტის გარდა, ფეხბურთის დიდი ქომაგიცაა და სერბეთის საფეხბურთო ნაკრებს გულმხურვალედ გულშემტკივრობს. ერთი ისაა, რომ ამჟამად მოსუსტებული სერბეთის ნაკრები ნამდვილად ვერაა ისეთი ძალმოსილი გუნდი, სარასთანა გოგოს ქომაგობას რომ იმსახურებდეს.

0.116785