ისტორია

9:39 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

27 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1957 - დაიბადა გლენ ჰოდლი. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (შემტევი ნახევარმცველი) და მწვრთნელი. მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ევროპის 1980 და 1988 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1975-87 წლებში გამოდიოდა “ტოტენჰემ ჰოთსპურზში”, იცავდა “მონაკოს” და “ჩელსის” ღირსებასაც. 1984 წელს დაეუფლა უეფას თასს. 1981 და 1982 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1988 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 1991 წელს კი მოიპოვა ქვეყნის თასი. ინგლისის ნაკრების გარდა წვრთნიდა “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “საუთჰემპტონს”. 2002 წელს “ტოტენჰემი” ინგლისის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა. 1996 წელს, როდესაც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, მსოფლიოს 1998 ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა (შეხვედრა ბრიტანელებმა 2:0 მოიგეს), ალბიონელებს სწორედ გლენ ჰოდლი წვრთნიდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1931 - იაპონელმა მძლეოსანმა ჩუნეი ნუმბუმ სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8.18).

1938 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 75 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ნაკრებს 3:0 მოუგო. ევროპელთა გუნდი იტალიისა და გერმანიის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

1944 - თბილისის “დინამომ” ირანის ტურნეს მსვლელობისას თეირანის ნაკრებს 4:0 მოუგო. გოლები ბორის პაიჭაძემ (2), გაიოზ ჯეჯელავამ და ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანეს. “დინამო”: შუდრა, სალდაძე, ფროლოვი, კიკნაძე, მ. ბერძენიშვილი, გაგუა, გ. ჯეჯელავა, პანიუკოვი, პაიჭაძე, ღოღობერიძე, გავაშელი.

1965 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩეხოსლოვაკიის ჰრადეც-კრალოვეს “სპარტაკს” 5:1 მოუგო. შეხვედრა თბილისში ჩატარდა, ქართველთაგან გოლები კი ელგუჯა ხუციშვილმა (2), გოჩა ხართიშვილმა (2) და გურამ ცხოვრებოვმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა (სახვაძე), ჭელიძე, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი, ხართიშვილი, ილიადი, ხუციშვილი, ბარქაია, იამანიძე, დათუნაშვილი (მაისურაძე).

1968 - მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში თანამედროვეობის მეცხრამეტე ოლიმპიადა დაიხურა. თამაშებში 112 ქვეყნის 5 498 სპორტსმენმა იასპარეზა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (45 ოქრო, 28 ვერცხლი, 34 ბრინჯაო). მეორე საფეხური საბჭოთა წარგზავნილებმა დაიკავეს (29, 32, 30), მესამე პოზიციაზე კი უნგრელი ათლეტები აღმოჩნდნენ (10, 10, 12). ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ვიქტორ სანეევი (სამმაგი ხტომა) და რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

1973 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ნიუ იორკ აილენდერზმა” თანაქალაქელ “რეინჯერსს” პირველად მოუგო (3:2).

1974 - დიდმა ბრიტანელმა მძლეოსანმა ჩენტალ ლენგლეისმა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:46.24).

1979 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში “ნიუ იორკ აილენდერზმა” 6 წამის განმავლობაში 2 გოლი გაიტანა, 44 წამში კი _ 3.

1980 - დეივ გრილმა ველოსიპედით რბოლაში სისწრაფის რეკორდი დაამყარა (94.37 კმ/სთ).

1985 - ნიუ იორკის ქალთა მეთხუთმეტე მარათონული გარბენი გრეტა ვაიცმა მოიგო (2:28.34).

1985 - ნიუ იორკის მამაკაცთა მეთექვსმეტე მარათონული გარბენი ორლანდო პიცოლატომ მოიგო (2:11.34).

1989 - თბილისის “დინამომ” ბოლო მატჩი ჩაატარა საკავშირო პირველობაზე. თბილისის “დინამო” _ კიევის “დინამო” 2:2. ქართველთაგან გოლები თემურ ქეცბაიამ და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს

2007 - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვა. ფინალში ქართველებმა ფრანგებს ერთქულიანი უპირატესობით სძლიეს. საქართველოს ნაკრებს შოთა ხაბარელი წვრთნიდა.

2010 - ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში მსოფლიოს თასი მოიგო.

2012 - “რაიო ვალიეკანოსთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩში (5:0) შესრულებული დუბლის შემდეგ, ლიონელ მესი 182 გოლით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეთა ათეულში შევიდა.

პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტელმო სარაა, რომლის ანგარიშზეც 251 გოლია.

2013 - “უდინეზესთან” მოგებული მატჩით, “რომამ” ტურინის “იუვენტუსის” რეკორდის გამეორება მოახერხა. “ჯალოროსიმ” იტალიის ჩემპიონატის საწყის 9 ტურში ყველა მატჩი მოიგო, რაც მხოლოდ “ბებერ სინიორას” ჰქონდა გაკეთებული. ტურინელებს ასეთი შედეგი იტალიის ჩემპიონატის 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ.

2013 - ანა ტატიშვილმა ფლორენსის ტურნირის მთავარი ჯილდო მოიპოვა. მე-4 ნომრადგანთესილმატატიშვილმა საჩემპიონო გზაზე 5 გამარჯვება იზეიმა. ანამ საწყის რაუნდებში ამერიკელებსჩალენა შოლსდა ჯოსი კულმანს შესაბამისად, 6:0, 6:1 და 6:1, 6:1 სძლია, მეოთხედფინალში მე-6 რეიტინგისმქონეკატალინა კასტანო 6:2, 6:0 დაამარცხა, შემდეგ კი ისევ ამერიკელები დაჯაბნა: ნახევარფინალშიეიჟამუჰამადი – 6:3, 6:3, ხოლო ფინალშიმედისონ ბრენგლე (მე-3 განთესვა) – 6:2, 4:6, 6:4.

ამ დღეს დაიბადნენ

1922 - დევიდ იანგი. შოტლანდიელი ფეხბურთელი. “გლაზგო რეინჯერსის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს შოტლანდიის ჩემპიონობა და ასოციაციის თასი. გარდაიცვალა 1997 წელს.

1931 - დევიდ ბრაიანტი. ინგლისელი ბოულინგისტი. ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1949 - ბრუს ჯერნერი. ამერიკელი მძლეოსანი. ათჭიდში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1954 - ნიკოლაი ალიოხინი. საბჭოთა მოფარიკავე. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1957 - გლენ ჰოდლი. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (შემტევი ნახევარმცველი) და მწვრთნელი. მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ევროპის 1980 და 1988 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1975-87 წლებში გამოდიოდა “ტოტენჰემ ჰოთსპურზში”, იცავდა “მონაკოს” და “ჩელსის” ღირსებასაც. 1984 წელს დაეუფლა უეფას თასს. 1981 და 1982 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1988 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 1991 წელს კი მოიპოვა ქვეყნის თასი. ინგლისის ნაკრების გარდა წვრთნიდა “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “საუთჰემპტონს”. 2002 წელს “ტოტენჰემი” ინგლისის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა. 1996 წელს, როდესაც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, მსოფლიოს 1998 ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა (შეხვედრა ბრიტანელებმა 2:0 მოიგეს), ალბიონელებს სწორედ გლენ ჰოდლი წვრთნიდა.

1964 - მერი მიგერ-პლანტი. ამერიკელი მოცურავე. 1984 და 1988 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ასპარეზობდა 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით ცურვისას.

1967 - ჯარენ ჯექსონი. “ჰიუსტონ როკითსისა” და “სან ანტონიო სპერზის” მცველი-ფორვარდი (194 სმ).

1970 - ალენ ბოგოსიანი. საფრანგეთის ნაკრების, “მარსელის”, “ნაპოლის”, “სამპდორიას”, “პარმას”, “ესპანიოლის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. 2002 წლის მუნდიალის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. “პარმას” შემადგენლობაში 1999 წელს მოიპოვა უეფას და იტალიის თასები, ევროპის სუპერთასი. ბოგოსიანი საფრანგეთის ლეგიონის ღირსების ორდენის კავალერია. ამჟამად საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

1971 - თეოდოროს ძაგორაკისი. საბერძნეთის ნაკრების, “კავალას” (1988-92), პაოკ-ის (1993-95, 2005-07), “ლესტერ სიტის” (1998-2000), აეკ-ის (2000-04), “ბოლონიას” (2004-05), მცველი-ნახევარმცველი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. იყო ნაკრების კაპიტანი. საბერძნეთის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 120 მატჩი, რაც ელადელთა რეკორდია. ამ შეხვედრებში გაიტანა 3 გოლი. 2000 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი. 2002 წელს დაეუფლა საბერძნეთის თასს.

1972 - მარია მუტოლა. მოზამბიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1996 წლის თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ამავე დისტანციაზე მოგებული აქვს მსოფლიოს სამი ჩემპიონატი (1993, 2001, 2003), ხოლო 1997 და 1999 წლებში ვერცხლის მედლები დაიმსახურა. ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე მარია მუტოლამ ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. დახურულ დარბაზებში შვიდჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 800 მეტრზე რბენაში (1993, 1995, 1997, 2001, 2003, 2004, 2006). იასპარეზა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, სადაც 800 მეტრზე რბენისას ფინიშთან მეხუთე მიიჭრა.

1975 - რეჯი ევანსი. “სიეტლ სუპერსონიკსის” ფორვარდი (203 სმ).

0.111361