ჩოგბურთი

20:17 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ს რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილის რეგრესი გრძელდება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების გამო ATP-ს რეიტინგში ისევ დაქვეითდა, რაც მოსალოდნელი იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამჯერად ორი პოზიცია დათმო და 1 395 ქულით 34-ედან 36-ე ადგილზე დაქვეითდა. ბასილაშვილი სეზონის განახლების შემდეგ ძალიან ცუდად ასპარეზობს და მიჯრით 9 შეხვედრა აქვს წაგებული.

რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს, საუკეთესო ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც კვალში რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი, როჯერ ფედერერი და სტეფანოს ციციპასი უდგანან.

0.121052