ფეხბურთი

18:11 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "ვან დე ბეეკი "მანჩესტერში" არ უნდა გადასულიყო, სულელური შეცდომა დაუშვა"

ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ მარკო ვან ბასტენმა დონი ვან დე ბეეკი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ნიჭიერმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნიატედი“ აირჩია.

ვან ბასტენი ფიქრობს, რომ ვან დე ბეეკი ბევრ ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ ახლა მისთვის თამაში უფრო მნიშვნელოვანია.

„ცუდია, როდესაც ასეთი მოთამაშე წელიწადში მხოლოდ ექვსი-შვიდჯერ თამაშობს. მას შეუძლია ბევრი ფულის შოვნა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ მისი მომავლისთვის თამაში უფრო მნიშვნელოვანია. ხუთწლიანი კონტრაქტი სისულეა. მას „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ უნდა აერჩია და დალოდებოდა სხვა შეთავაზებებს იმ კლუბებიდან, სადაც ყოველთვის ითამაშებდა“, - უთხრა ვან ბასტენმა Ziggo Spot-ს.

აქვე გეტყვით, რომ ვან დე ბეეკმა „მანჩესტერის“ ღირსება პრემიერლიგაში მხოლოდ 59 წუთის განმავლობაში დაიცვა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორი. მან ნორმალური სათამაშო დრო ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისის ლიგის თასზე მიიღო. მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელმა 1 გოლის გატანა უკვე მოახერხა.

0.110327