ფეხბურთი

16:59 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ბარსელონასთან" მატჩს ცენტრალური მცველების გარეშე ხვდება

ტურინის „იუვენტუსის“ დაცვის ხაზში სერიოზული საკანდრო პრობლემები აქვს. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ მატჩამდე ორი დღით ადრე, „იუვეს“ სამი ცენტრალური მცველი ჰყავს დაშავებული და მხოლოდ ერთი ჯანმრთელი.

ჯორჯო კიელინისა და მატიას დე ლიხტის შემდეგ ლაზარეთში ლეონარდო ბონუჩიმაც გადაინაცვლა. გამოცდილმა იტალიელმა კუნთის ტრავმა გუშინ „ვერონასთან“ (1:1) მატჩში მიიღო. მას სამედიცინო გამოკვლევა დღეს საღამოს ჩაუტარდება და გახდება ცნობილი მოახერხებს თუ არა ოთხშაბათს მოედანზე გასვლას.

იქამდე, პრაქტიკულად გამორიცხული ჯორჯო კიელინის თამაში, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში დაბრუნდება. მატიას დე ლიხტმა კი მხრის ოპერაციის შემდეგ ვარჯიში უკვე გუნდთან ერთად განაახლა, მაგრამ თითქმის 3 თვეა ერთხელაც არ უთამაშია და რაც მთავარია, სამედიცინო შტაბს ჯერ მისთვის თამაშის უფლება არ მიუცია.

ანდრეა პირლოს განკარგულებაში ლიონელ მესისა და კომპანიის წინააღმდეგ მხოლოდ თურქი მერიჰ დემირალი დარჩა. ამის გამო „ვერონასთან“ ბონუჩის მოედნიდან გასვლის შემდეგ ცენტრალურ მცველად დანილომ ითამაშა, რომლისთვისაც ეს უჩვეულო პოზიციაა. ცნობითვის, „იუვენტუსს“ კიდევ ერთი წამყვანი მცველი ჰყავს დაშავებული - ალექს სანდრო.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.118965