ფეხბურთი

15:24 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი დონარუმას კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიურ „მილანში“ კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა. „რომასთან“ მატჩის წინ ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ COVID-19-ით ჯანლუიჯი დონარუმა და იენს პეტერ ჰაუგე დაინფიცირდნენ.

იტალიელი მეკარე და ნორვეგიელი ნახევარმცველი ცხადია იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი გუნდს დროებით გამოაკლდნენ. იქამდე, სანამ მათი ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება.

გარდა ამისა, დაინფიცირებულია გუნდის კიდევ 3 წევრი, მაგრამ არა ფეხბურთელები. „როსონერის“ რიგებში კორონავირუსს უკვე 10 დღეზე მეტია მატეო გაბიაც ებრძვის, ხოლო მანამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოიგო, ხოლო სერია A-ს მეხუთე ტურში დღეს „რომას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117154