კალათბურთი

11:59 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ მგზავრებს სძლია და სუპერლიგის ლიდერებს შეუერთდა

სუპერლიგის მე-2 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ მეტოქე 9 ქულის სხვაობით – 85:76 დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერებს შეუერთდა.

2-დან 2 მოგებით ცხრილის ლიდერები “ქუთაისი”, “დინამო” და თსუ არიან. უნივერსიტეტელებმა დღევანდელ მატჩში მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს. შეხვედრის დასაწყისიდან ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ და ასე მივიდნენ ბოლო პერიოდამდე, სადაც მებრძოლმა “მგზავრების” კალათბურთელებმა გაქცევა მოაწყვეს და 4 ქულით – 70:66 დაწინაურდნენ.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, რა დროც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ თსუ-ელებს თამაში გამოესწორებინათ და ლიდერობა დაებრუნებინათ. ამერიკელი ბრენდონ სლაი და ახალწვეული ბრაის სმიტი შეუჩერებლები იყვნენ, ხოლო თსუ-ს მედგარი დაცვა წარმატების გარანტი იყო და თამაშიც ისე ჩამთავრდა, უნივერსიტეტელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ.

თსუ-ს 26 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით ბრენდონ სლაიმ ულიდერა. 18-18 ქულა ბრაის სმიტმა და მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალეს. “მგზავრებში” 19 ქულით საუკეთესო იყო ტროი სტიუარტი, ჯეიდონ კოჰის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მომდევნო, მე-3 ტური 30 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს გაიმართება.

0.112777