კალათბურთი

17:42 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ფანტასტიკური თამაში ყოფილ გუნდთან და MVP-ის მორიგი ტიტული

ესპანეთის ლიგა ენდესაში „იბეროსტარ ტენერიფეს“ ბრწყინვალე სერია და გიორგი შერმადინის დომინანტობა გრძელდება. კანარიელებმა მე-7 ტურში მალაგაში, „უნიკახას“ მოუგეს - 86:79.

შეხვედრა დაძაბული იყო და პირველი ტაიმი ანდალუზიელებმა მოიგეს კიდეც, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ „ტენერიფე“ გაცილებით მობიზილებული თამაშობდა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა.

ცხადა, შერმადინი საუკეთესო იყო. გიორგიმ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უბრალოდ გასაოცრად ითამაშა, 27:24 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 8 ორქულიანი (100%) და 7-დან 6 საჯარიმო (86%) ჩააგდო. როგორც ხედავთ, შეტევაში ერთადერთი ბურთი ისროლა არაზუსტად და შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP დამსახურებულად გახდა.

შერმადინიც გადასარევ ფორმაშია და „იბეროსტარ ტენერიფეც“. კუნძულელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ გამართული 6-ვე მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო მომდევნო ტურში 30 ოქტომბერს, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11076