ჩოგბურთი

4:14 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის პრეზიდენტთან კონტაქტის გამო იგა სვიატეკი კარანტინში აღმოჩნდა

საფრანგეთის ღია პირველიბის ჩემპიონი იგა სვიატეკი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ამის მიზეზი ისაა, რომ პარიზში ტრიუმფის შემდეგ, მას მიღება მოუწყო პოლონეთის პრეზიდენტმა ანდრჟეი დუდამ, ვისაც მოგვიანებით კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

19 წლის სვიატეკი პირველი პოლონელი ჩოგბურთელია, ვინც ერთეულებში დიდი სლემის ტურნირში გამარჯვება შეძლო. ფინალში მან ამერიკელ სოფია კენინს 6-4 6-1 მოუგო.

სვიატეკი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ეპიდემიური წესების შესაბამისად, კარანტინში ყოფნა მოუწევს: „არც მე და არც ჩემი გუნდის წევრებს, კორონავირუსის სიმპტომები არ გვაქვს. ჩვენ ტესტებს რეგულარულად ვაბარებთ. მაგრამ ახლანდელი პროცედურების შესაბამისად, გარკვეული დროით თვითიზოლაციაში ყოფნა მოგვიწევს“, - საკუთარ ტვიტერზე წერს ჩემპიონი, ვისაც როლან გაროსზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში, ერთი სეტიც არ წაუგია. პარიზში მონიკა სელეშის 1992 წლის ტრიუმფის შემდეგ, ის საფრანგეთის ღიას ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

0.111031