სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:20 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანმა პირველი „ელ კლასიკო“ წააგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მადრიდის „რეალს“ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. „ელ კლასიკოში“ წაფორხილება უკვე მეტისმეტი იქნებოდა. თამაში ორივე გუნდმა ყოჩაღად დაიწყო და მერვე წუთისთვის ორივემ მოახერხა გატანა. ანგარიში სტუმართა ურუგვაელმა შუახაზელმა, ფედერიკო ვალვერდემ გახსნა, მალევე მასპინძელთა ჭაბუკმა შემტევმა, ანსუ ფატიმ გაათანაბრა.

ამისდაკვალად, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც „ელ კლასიკოში“ გაუტანია. ფატი 17 წლის და 359 დღისაა. მანამდე ამ რეკორდს ლეგენდარული რაული ფლობდა, რომელიც კატალონიელთა კარის დალაშქვრისას 18 წლის და 95 დღის გახლდათ.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მანამ, სანამ მასპინძელთა კარში საეჭვო პენალტი არ დაინიშნა. კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისივე წაქცევისთვის მონადირებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და მადრიდელები დააწინაურა. სხვათა შორის, რამოსის ტრავმის შემდეგ დაბრუნებამ დიდად არგო „რეალს.“

რაც შეეხება „ბარსელონას,“ მათ აშკარად პრობლემა აქვთ თავდასხმაში. რატომ გაუშვა კუმანმა ლუის სუარესი „ატლეტიკოში“ მართლაც გამოცანაა. მესი პირველ ტაიმში აქტიურობდა, ერთხელ მისი წაქცევისთვის პენალტიც შეიძლებოდა დანიშნულიყო, მეორეში კი დაიკარგა.

ბოლოსკენ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ვითარების გამოსწორება განიზრახა და სამმაგი შეცვლა განახორციელა, თუმცა, ამის შემდეგ სტუმრები უფრო ხალისიანად ათამაშდნენ და გოლიც გაიტანეს - მოდრიჩმა ნეტო საჯარიმოში გააშაყირა და ისე შეაგდო.

ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნისგან“ განადგურების შემდეგ (4:0), „ატლეტიკო“ „ბეტისთან“ პირველ ტაიმში ჯერ კიდევ გონს მოდიოდა, ამიტომ სტუმრები ჯობდნენ. აი, შესვენების შემდეგ კი კლასმა მაინც თავისი გაიტანა. ჯერ ლიორენტემ შეაგდო, ბოლო წუთზე კი ლუის სუარესმა. რას ერჩოდა ამ კაცს კუმანი...

დიეგო სიმეონეს გუნდმა 11 ქულა მოაგროვა და კვალში ჩაუდგა ლიდერ „რეალს.“ თუმცა 11-11 ქულა „სოსიედადს“ და „ვილიარეალსაც“ აქვთ.

ესპანეთი

პრიმერა. 7 ტური. 24 ოქტომბერი

ბარსელონა - რეალი 1:3

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“

0:1 ვალვერდე (5), 1:1 ფატი (8), 1:2 რამოსი (63 პენ), 1:3 მოდრიჩი (90)

ბარსელონა: ნეტო, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა (ბრეიტვეიტი 87), ბუსკეტსი (დემბელე 82), დე იონგი, პედრი (ტრინკანი 81), კოუტინიო, ფატი (გრიზმანი 81), მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

რეალი: კურტუა, ნაჩო (ვასკესი 43), ვარანი, რამოსი, მენდი, კაზემირო, კროოსი, ვალვერდე (მოდრიჩი 69), ასენსიო (როდრიგო 81), ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: ლანგლე (29), ალბა (62), მესი (90); კაზემირო (19), ნაჩო (37)

ატლეტიკო - ბეტისი 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 ლიორენტე (46), 2:0 სუარესი (90+1)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ერმოსო (ლოდი 77), ლიორენტე, ტორეირა (კარასკო 46), კოკე, ლემარი (ერერა 46), სუარესი, კორეა (ფელიში 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბეტისი: ბრავო, მონტოია, მანდი, ბარტრა, მორენო, კარვალიო (მორონი 65), როდრიგესი (რუისი 80), კანალესი, ფეკირი, ტელიო (ხოაკინი 65), სანაბრია (იგლესიასი 80)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: სუარესი (41), კოკე (50)

გაძევება: მონტოია (72)

სევილია - ეიბარი 0:1

0:1 კიკე გარსია (41)

ოსასუნა - ბილბაო 1:0

1:0 რუბენ გარსია (81 პენ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.144805
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X