ფეხბურთი

15:22 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტებასი: "სეგუნდას მატჩებს უფრო მეტი ხალხი უყურებს, ვიდრე "დინამო" - "იუვენტუსს"

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ევროპის პრემიერლიგის შექმნის წინააღმდეგია. ახალი ტურნირი, რომელის ჩამოყალიბებას ევროპული გრანდები აპირებენ.

ტებასი დარწმუნებულია, რომ ეს იდეა მალევე გაქრება, რადგან წამგებიანი პროექტია.

„ევროპის პრემიერლიგა? ეს იდეალური შესაძლებლობაა ფულის დაკარგვისთის. იცით ესპანეთში რამდენმა ადამიანმა ნახა კიევის „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი? 50 ათასზე ნაკლებმა ადამიანმა. ამაზე მეტი მაყურებელი სეგუნდა დივიზიონში გვყავს. „ბარსელონა“ – „ეიბარის“ თამაში მილიონ მაყურებელს შეკრებს. ფებურთში ეროვნულობის გრძნობა ძალიან მაღალია. რა მოხდება ახალ ტურნირში მე-10 ადგილოსანი გუნდი მე-15 ადგილოსანს შეხვდება? თუ „რეალი“ მეათე ადგილზე იქნება, ვინ მივა „სანტიაგო ბერნაბეუზე“?

ბევრი ტელეკომპანიცია ვიცი, რომლებმაც მითხრეს, რომ ამ პროექტში ერთ ევროსაც არ ჩადებენ, რადგან აუდიტორია შეუმცირდებათ. ეს არის იდეა მეოცნებეებისთვის, სუფთა თეორია, მაგრამ არა რეალობა“, - თქვა ტებასმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112913