კალათბურთი

12:44 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

Scooby-იმ Tbilisi Fall 2020-ის საკალათბურთო ფესტივალის წლის ბოლო ტურნირიც მოიგო

Tbilisi Fall 2020-ის საკალათბურთო ფესტივალის მორიგ ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში ასაკობრივი ცენზი 18+ გახლდათ და მასში 24 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე გუნდებმა ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს და 8 საუკეთესო პლეი ოფში გადავიდა.

მეოთხედფინალიდან საკმაოდ დაძაბული მატჩები გახურდა. რამდენიმე შეხვედრაში მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ფინალი ვერ გამოდგა დაძაბული, თუმცა ორივე ნახევარფინალი უაღრესად საინტერესო იყო. მომავალმა ჩემპიონმა “სკუბიმ” ბოლო წამებზე 19:17 დაამარცხა “შავი ჟიგულები”, ხოლო “ტურამ” 1 ბურთის სხვაობით – 18:17 სძლია “ბლექ სქუადს”.

ფინალურ ორთაბრძოლაში “სკუბმა”, რომლის ღირსებას დავით დადუნაშვილი, გიორგი ღონღაძე, მამუკა ბაზუაშვილი და ბილი ალიევი იცავდნენ. 21:11 დაამარცხა “ტურა” (თორნიკე ანჯაფარიძე, დამიანე ოთხმეზური, გიორგი ცხვარაძე).

გამარჯვებულ გუნდს 500 ლარიანი ვაუჩერი ერგო, რომელიც “სკუბის” წევრებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა. მეორეადგილოსნებს 300 ლარი გადაეცათ.

ამით თბილისში დასრულდა 2020 წლის 3×3 საკალათბურთო აქტივობა და ტურნირები მომავალი წლიდან გაგრძელდება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118765