ჩოგბურთი

2:32 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ავსტრალიის ღიაზე დაბრუნებას გეგმავს

როჯერ ფედერერი ამბობს, რომ ჩოგბურთში დაბრუნებას ავსტრალიის ღია პირვეობაზე აპირებს. მუხლზე გაკეთებული ორი ოპერაციის გამო, მას 2020 წლის სეზონი თითქმის სრულად გაუცდა. 39 წლის შვეიცარიელს 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როცა მელბურნში ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში წააგო.

„სწორ გზაზე ვარ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიბრუნებ ფორმას. არ ვიჩქარებ და საკუთარ თავს ზეწოლის ქვეშ არ დავაყენებ. ტურნირზე მაშინ გამოვალ, როცა ამისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნები“, - ამბობს ფედერერი.

შვეიცარიელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ძალის აღდგენასა და გამძლეობაზე მუშაობს. რაც მთავარია, ვარჯიშისას ტკივილი არ აწუხებს. მას კარიერაში დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული. სულ კი, ATP-ს ტურნირების 103 ტიტულს ფლობს. ავსტრალიის ღია მან ექვსჯერ მოიგო, მათგან ბოლო გამარჯვება 2018 წელს იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტიტულების რეკორდი ახლახანს რაფაელ ნადალმა გაიმეორა, რომელმაც თავისი მე-20 სლემი როლან გაროსზე მოიგო. ესპანელ ჩოგბურთელს საფრანგეთის ღია 13-ჯერ აქვს მოგებული და ესეც რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113389