ფეხბურთი

0:07 | 24.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია. „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონ მორაეში (მანჩესტერი სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი).

მცველები: ალექს ტელესი (მანჩესტერი, ინგლისი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), როდრიგო კაიო (ფლამენგო), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი), გაბრიელ მენინო (პალმეირასი), მარკინიოსი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი), დანილო (იუვენტუსი, იტალია).

ნახევარმცველები: ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), არტური (იუვენტუსი, იტალია), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი).

თავდამსხმელები: რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), ნეიმარი (პარი სენ ჟერმენი, საფრანგეთი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 13 და 17 ნოემბერს, შესაბამისად სან პაულუსა და მონტევიდეოში, ვენესუელისა და ურუგვაის ნაკრებებს შეხვდება. ტიტეს გუნდს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და კონმებოლის საკვალიფიკაციო ტურნირში ლიდერია.

0.11281