ფეხბურთი

21:53 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფაბინიო: "ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველია"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა ფაბინიომ განაცხადა, რომ ვირჯილ ვან დეიკს იგი ვერ შეცვლის, თუმცა შეეცდება მისი როლი მოირგოს და გუნდის ორგანიზება შეძლოს.

"რა თქმა უნდა არ ვარ ვირჯილი - იგი მსოფლიოში საუკეთესო მცველია. მის პოზიციაზე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. როდესაც გავიგე, რომ ვან დეიკი მთელი სეზონი დაგვაკლდებოდა, შოკში ჩავვარდი, რადგან იგი მოედანსა და გასახდელში ჩვენი გუნდის ლიდერია. ვან დეიკი შესვენებაზე კარგ ატმოსფეროს ქმნის და იგი ძალიან დაგვაკლდება. მაგრამ მომიწევს გავაკეთო ის, რასაც ვირჯილი აკეთებდა. უნდა შევძლო გუნდის ორგანიზება, ველაპარაკო გუნდს და შევეცადო ლიდერი ვიყო." - ციტირებს სამხრეთამერიკელის სიტყვებს The Mirror-ი.

ვირჯილ ვან დეიკმა "ევერტონთან" შეხვედრაში წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მთელ სეზონს გამოტოვებს. ფაბინიო ჰოლანდიელის თანაგუნდელი 2018 წლიდანაა და დღემდე ჩატარებულ 88 მატჩში ტავი სამი გოლით და შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.102498