ფეხბურთი

19:58 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "ბოლომდე მზად არ ვარ"

უელსის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" შემტევმა გარეტ ბეილმა ევროპა ლიგაზე ლასკისთან მატჩში პირველივე წუთებიდან ითამაშა და "მამლების" რიგებში მეორედ ჰქონდა დებიუტი. ბეილმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ფორმაში არაა.

"არ ვარ მზად. წინასასეზონო პერიოდივით მაქვს და ვცდილობ ფორმაში შევიდე. იმედია ფორმაში შესასვლელად ბევრი დრო არ დამჭირდება. მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბს დავუბრუნდი და "ტოტენჰემის" მაისურით მოედანზე გავედი. ჩვენ დიდი გუნდი გვყავს, მაღალი დნის ფეხბურთელებით." - განაცხადა BT Sport-თან საუბრისას გარეტმა.

ბეილმა ლასკისთან მოგებულ შეხვედრაში (3:0) მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, უელსელი საგოლე გადაცემა აკეთებდა, როდესაც მისი გადაცემა საკუთარ კარში მეტოქის მცველმა ჩაჭრა.

0.114132