ფეხბურთი

17:51 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "გამათავისუფლებენ? ერთი წლის წინ და მანამდეც იგივეს ამბობდნენ"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მის მიმართ გავრცელებულ ხმებს ყურადღებას არ აქცევს, მუშაობას მშვიდად აგრძელებს და მხოლოდ „ელ კლასიკოზე“ ფიქრობს.

„ჩემს გათავისუფლებაზე ის ხალხი საუბრობს, რომლებიც იგივეს ერთი წლის წინ ან მანამდე, ჩემი აქ მუშაობის პირველ პერიოდში ლაპარაკობდნენ. დიახ, სეზონი ცუდად დავიწყეთ, გვიჭირს იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვიდან გვეთამაშებია. ახლა „ბარსელონას“ დამარცხება საუკეთესო გზა იქნება ამ ყველაფრის შემდგე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უახლოესი თამაში „ელ კლასიკოა“. ყველა თამაშს თავისი ისტორია აქვს, ფეხბურთის ხიბლიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფრის შეცვლა სწრაფადაა შესაძლებელი. საკუთარ თავზე კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ ვიცი, რომ ერთად ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია.

ყოველი მარცხის შემდეგ ძირითადად მე მაკრიტიკებენ, ეს ნორმალურია, მაგრამ პირველი ადამიანი ვარ, ვინც წარსულზე არ ფიქრობს და მხოლოდ ის მაინტერესებს წინ რა გველოდება. ამიტომ, ხვალ კარგად უნდა ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარი არ იქნება, „ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებული თამაშია და მნიშვნელოვნი იქნება თამაშის კარგად დაწყება. სერხიო რამოსი ჩვენი ლიდერი და კაპიტანია. გამოჯანმრთელდა და 100%-ით მზადაა სათამაშოდ“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1141