ფეხბურთი

17:02 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე შურლე: "მოურინიო სასტიკი ადამიანია"

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ანდრე შურლემ, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიელი სასტიკი ადამიანია, რომლის ზეწოლის გამოც თვითდაჯერებულობა დაკარგა.

„მოურინიო სასტიკი ადამიანია, ყოველთვის მაინტერესებდა რატომ მომექცა ასე. მოგვიანებით მივხვდი როგორ მუშაობდა და რას ეძებდა. იმ დროს სიმკაცრისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ვერ გავუმკლავდი იმას, რაც ჩემგა სურდა. ძალიან რთული იყო. ზოგჯერ მასთან საუბრის შემდეგ სახლში მივდიოდი დავფიქრობდი, რომ ვერ მოვახერხებდი. უზარმაზარ წეზოლას ახდენდა. ხშირად მცვლიდა მეორე ტაიმში და მეორე თამაშზე განაცხადშიც არ ვიყავი, თვითდაჯერება დავკარგე.

ბალაკის გამოსამშვიდობებელი თამაშის დროს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და იმ შეხვედრაში მოურინიო ჩემი მწვრთნელი იყო. მითხრა: „დღეს თუ ორ გოლს არ გაიტან, „საუთჰემპტონში“ იჯარით გაგიშვებ“. ვერასდროს გავიგე სერიოზულად მითხრა ეს თუ ხუმრობდა“, - თქვა შურლემ.

შეგახსენებთ, მოურინიო და შურლე ერთად ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110809