ფეხბურთი

13:00 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "რუბინმა" კვარაცხელია 18 მილიონად არ გაყიდა, მალე ის 30 მილიონი ეღირება"

ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას 18 მილიონ ევროდ გაყიდვაზე ზაფხულში უარი თქვა. ამტკიცებს საფეხბურთო აგენტი თემურ ღურწკაია, რომელიც ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში. როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიას ფასი სულ მალე 30 მილიონ ევროს მიაღწევს.

„ამ ზაფხულს იყო 18 მილიონი ევროს შეთავაზება, რაზეც რუსტემ საიმანოვმა („რუბინის“ სპორტული დირექტორი - რედ) უარი თქვა. მივიღებ 15 მილიონ წინადადებას დიდი, კარგი გუნდიდან, მაგრამ არა რუსეთიდან, თქვა მან. ჯერჯერობით, ზამთრის შესვენებამდე არ იგეგმება შეთავაზებების განხილვა. ეს არ ნიშნავს, რომ „რუბინს“ ფული არ სჭირდება, უბრალოდ არ უნდათ ამ მომენტში ფულზე დახამდნენ.

ფეხბურთში მნიშვნელოვანია დროულად გაყიდვა. თუმცა, ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ ახლა ხვიჩა შესაძლებლობების 30-40%-ს აჩვენებს. არსებობს შესაძლებლობა და საკმაოდ მაღალიც, რომ კიდევ 5 გოლს გაიტანს ან საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა. გამოდის, ჩვენ უკვე გვაქვს 18 მილიონი. დიდი ალბათობით, მისი ღირებულება 30 მილიონი ევრო იქნება, თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, ხვიჩა ზამთარსა და ზაფხულში მინიმუმ 25 მილიონი ევრო ეღირება. ის თავისი გუნდისა და ეროვნული ნაკრების ლიდერია, ასეთ ასაკში“, - განაცხადა ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რუბინში“ 11-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი მიითვალა და სამჯერ პენალტი გამოიმუშავა. სხვა და სხვა სტატისტისტიკურ ვებგვერდებზე მას 4 საგოლე პასი უწერია, მაგრამ ამ შემთხვევაში პასებში გაერთიანებული გამომუშავებული პენალტების რაოდენობაც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116012