ფეხბურთი

11:52 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "დავამტკიცეთ, რომ "მილანი" ჩვეულებრივი გუნდი არაა"

იტალიური „მილანისთვის“ სეზონი საოცრად დაიწყო და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. „როსონერიმ“ ევროპა ლიგის პირველ ტურში გლაზგოში, „სელტიკს“ ძალიან ადვილად აჯობა და ევროსარბიელზეც წარმატებული სტარტი აიღო. ნამატჩევს მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

„კარგი თამაში ჩავატარეთ, მეორე ტაიმში ტენიკურად ნაკლებად ზუსტნი ვიყავით. მნიშვნელოვანი იყო იის ჩვენება, რომ ჩვეულებრივი გუნდი არ ვართ. დერბიში გამარჯვების შემდეგ ჩვეულებრივ გუნდს ნაკლები მოტივაციით უნდა ეთამაშა, მაგრამ ასე არ ყოფილა და ყველანი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ.

დადებით შედეგებს თავდაჯერებულობა მოაქვს, მაგრამ ვიცით, რომ უფრო დელიკატური მომენტებიც დადგება. წინ „რომასთან“ მატჩია, ველოდებით ამ შეხვედრას, დიდ გუნდებთან გამარჯვება იყო ის, რაც აქამდე გვაკლდა. სკუდეტო? ყველაფერი შესაძლებელია, რაც უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებთ, უფრო მეტს შევძლებთ“, - თქვა პიოლიმ.

აქვე გეტყვით, რომ „მილანმა“ 1964 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ 10 თამაშში მინიმუმ 2 გოლის გატანა.

0.122319