ავტოსპორტი

1:09 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ პორტუგალიაში DAS-ის გარეშე იასპარეზებს

ინტერნეტ გამოცემა მოტორსპორტის ინფორმაციით, „მერსედესი“ პორტუგალიის დიდ პრიზზე, საჭის სისტემა DAS-ის გამოყენებას არ აპირებს. პირველ რიგში, ორივე მანქანა პრაქტიკებზე ამ სისტემის გარეშე იქნება. და შესაძლოა, ის არც კვალიფიკაციასა და მთავარ რბოლაში გამოიყენონ.

გერმანულმა გუნდმა სისტემა DAS პირველად ზამთრის ტესტების დროს გამოსცადა. ცნობილია, რომ ამ სისტემას ყოველ წრეზე არ იყენებენ, რადგან ის საბურავების ინტენსიურ ცვეთას იწვევს. მაგრამ არის სიტუაციები, მაგალითად უსაფრთხოების რეჟიმის დასრულება, როდესაც მისი მეშვეობით, პილოტები გაგრილებული საბურავების სწრაფად გახურებას და ამგვარად, უპირატესობის მიღებას ახერხებენ.

DAS-მა (საჭის ორღერძიანი სისტემა) წინა ბორბლების შეყრის კუთხეს ცვლის. პილოტი მას ან თავისკენ ამოსწევს, ან პირიქით, საპირისპირო მიმართულებით გადააადგილებს. ამ დროს, ბორბლის განლაგება სიმეტრიის გრძივი ღერძისადმი იცვლება.

DAS-ის გამოჩენას ბევრი გუნდს მხრიდან კითხვები და პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ტექნკური რეგლამენტისადმი შეუშაბამობა არ დადასტურდა. თუმცა ამის მიუხედავად, FIA-მ მომავალ სეზონში მისი გამოყენება აკრძალა. ამის მიზეზი ისაა, რომ სხვა გუნდებმა მსგავსი სისტემის შემუშავება არ დაიწყონ, რაც მათს ხარჯს გაზრდის.

პორტუგალიაში DAS-ის გარეშე მანქანის გამოყვანით, გუნდი ცდილობს, რომ მომავალი სეზონისთვის მზადება ახლავე დაიწყოს და დაადგინოს, რა შეიცვლება DAS-ის არგამოყენების შემთხვევაში.

ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, მას და ვალტერი ბოტასს, DAS-ის გარეშე რბოლა მოუწევთ. „ეს სისტემა მომავალ სეზონში არ გვექნება, მაგრამ არაუშავს, რამე სხვა გზას ვიპოვნით“, - ამბობს ჰამილტონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112058