ფეხბურთი

22:03 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს წყალი შეუდგა, პერესს "რეალში" რაულის დანიშვნა უნდა

მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა უახლოეს ხანში მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. As-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით და შედეგით უკმაყოფილოა და ზინედინ ზიდანის შემცვლელებზე ფიქრი დაიწყო.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, პერესს ზიდანის იდეალურ შემცვლელად რაული მიაჩნია. „სამეფო კლუბის“ ცოცხალი ლეგენდა, რომელიც „კასტილიაში“ მუშაობს და გასულ სეზონში „რეალის“ მეორე გუნდს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

პერესს მეორე ვარიანტიც აქვს - მაურისიო პოჩეტინო. არგენტინელი უკვე კარგა ხანია უმუშევარია, მას შემდეგ, რაც ლონდონის „ტოტენჰემიდან“ დაითხოვეს.

ზიდანის პოზიცია „კადისთან“ და „შახტართან“ ზედიზედ ორმა საშინაო წაგებამ შეარყია. ზიზუ „რეალს“ 2016-2018 წლებში წვრთნიდა, შემდეგ გუნდს 2019 წელს დაუბრუნდა და მასთან ერთად ამ დომდე 11 ტიტული მოიგო. ფრანგს მადრიდულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

0.11276