ფეხბურთი

18:51 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს ტესტის პასუხი კვლავ დადებითია

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და პასუხი კვლავ დადებითია. რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „ბებერ ქალბატონს““ბარსელონასთან მატჩში ვერ დაემმარება.

რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუმცა ეს მინიმუმ დეკემბრამდე გადაიდო.

35 წლის შემტევს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა და მას შემდგომ ტურინში თვითიზოლაციაში იმყოფება. უშუალოდ „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110396